Loading data...
ბაიდენს კანდიდატურის მოხსნისკენ დემოკრატმა დეპუტატმა საჯაროდ პირველად მოუწოდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა დეპუტატმა ლოიდ დოგეტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს არჩევნებში კანდიდატურის მოხსნისკენ საჯაროდ მოუწოდა.

მისი თქმით, ბაიდენმა უნდა მიიღოს მტკივნეული და რთული გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის შესახებ.

„ჩემი გადაწყვეტილება ამ გაფრთხილების შესახებ არ არის მარტივად მიღებული და არანაირად არ ამცირებს ჩემს პატივისცემას იმ ყველაფრის მიმართ, რასაც პრეზიდენტმა ბაიდენმა მიაღწია. ვაღიარებ, რომ ტრამპისგან განსხვავებით, პრეზიდენტ ბაიდენის პირველი ვალდებულება ყოველთვის იყო ემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის და არა საკუთარი თავისთვის. იმედი მაქვს, ის მიიღებს მტკივნეულ და რთულ გადაწყვეტილებას, მოხსნას თავისი კანდიდატურა. მე პატივისცემით მოვუწოდებ მას ამის გაკეთებას“, - აღნიშნა დოგეტმა.