1721199449
უცხოეთი
ბაიდენმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყოდა იმ შემთხვევაში, თუკი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ექნებოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შესაძლოა, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე. ის თანახმაა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გაჩნდება. ამის შესახებ ბაიდენმა CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ოჯახის გარდა, რამ შეიძლება გადააწყვეტინოს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლას გამოეთიშოს, ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ ექიმები ეტყვიან, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მისცემს საშუალებას, პრეზიდენტის მოვალეობა შეასრულოს, მზად იქნება, მათ დაემორჩილოს.
„თუკი იქნება სამედიცინო პირობები, თუ ექიმები მეტყვიან, რომ მაქვს ესა თუ ის პრობლემა“, - აღნიშნა ბაიდენმა.