Loading data...
ბაიდენის ზარის შემდეგ, ნეთანიაჰუმ ირანზე შურისძიების გეგმის სისრულეში მოყვანა გადაიფიქრა - The Times of Israel

ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის შეტევაზე დაუყოვნებლივი მკაცრი პასუხის გაცემა გადაიფიქრა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ The Times of Israel ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით წერს

გამოცემის ცნობით, მინისტრთა კაბინეტს უკვე დამტკიცებული ჰქონდა საპასუხო მოქმედებების გეგმა, თუმცა საბოლოო ჯამში, უფრო დელიკატური მიდგომის გამოჩენა გადაწყდა.

„რეაქცია აღარ იქნება ისეთი, როგორიც დაგეგმილი იყო. დიპლომატიურმა დელიკატურობამ გაიმარჯვა. პასუხი იქნება, თუმცა, წინასწარ დაგეგმილისგან განსხვავებული“, - განუცხადა ტელეკომპანიას მათალი თანამდებობის პირმა. 

შეგახსენებთ, ირანმა ისრაელი დამასკოში, მათ საკონსულოზე განხორციელებულ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ქმედებების მოტივით, 13-14 აპრილის ისრაელს უპილოტო თვითმფრინავებითა და რაკეტებით შეუტია.