Loading data...
ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა 11 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი ფედერალურ სასამართლო პროცესზე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. აღნიშნულის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.

როგორც მედია საშუალება წერს, ბაიდენ უმცროსის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება განხილვის მეორე დღეს მიიღეს. 

სასამართლო პროცესი აშშ-ის პრეზიდენტის მშობლიურ შტატში, დელავერში გასულ კვირას დაიწყო. ბაიდენ უმცროსმა სასამართლოში ჩვენების არ მიცემის უფლება გამოიყენა.

ამასთან, ამერიკული მედია წერს, რომ ჰანტერ ბაიდენს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 750 000 დოლარამდე ჯარიმა ემუქრება, თუმცა უცნობია განაჩენის გამოცხადების თარიღი. 

ჰანტერ ბაიდენმა სასამართლოს შენობა ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე დატოვა. 

შეგახსენებთ, ჰანტერ ბაიდენს ბრალი აღნიშნულ საქმეზე ბრალი 2023 წლის სექტემბერში წაუყენეს. 

ნაფიც მსაჯულთა შემდეგ განაჩენი დელავერის მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს.