Loading data...
ბაიდენის გადაწყვეტილება შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ძალიან დაგვიანებულია - უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი

უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ამერიკული წარმოების შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით „ძალიან დაგვიანებულია“

ხარკოვის ოლქში მყოფი ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება „პოზიტიური ნიშანია“, ის „ძალიან დაგვიანებულია“.

„ყველაზე ცუდი არის ის, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება გასაჯაროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს საშუალება ჰქონდა, შესაძლო თავდასხმისთვის მომზადებულიყო, - განუცხადა ჟურნალისტმა BBC-ს. 

რუსეთის მიერ გუშინ უკრაინაზე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტით განხორციელებულ დარტყმაზე საუბრისას ცაპლიენკომ აღნიშნა, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს მოსკოვის ეს ნაბიჯი არ აწუხებთ

„ჩვენ ვერ ვხედავთ სასოწარკვეთის ნიშნებს უკრაინულ ჯარისკაცებს შორის”, - ამბობს ის და დასძენს, რომ „ასეთი რაკეტების გამოყენება აქ არაფერს შეცვლის”.