Loading data...
ბაიდენი: დებატებამდე მსოფლიოს გარშემო რამდენჯერმე ვიმოგზაურე, დავბრუნდი და დებატებზე კინაღამ ჩამეძინა

დებატებამდე მსოფლიოს გარშემო რამდენჯერმე ვიმოგზაურე, დებატებზე კი კინაღამ ჩამეძინა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამართული დებატების შესახებ განაცხადა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ  ტრამპთან დებატებზე მისი გამოსვლა საუკეთესო არ იყო და ამის მიზეზად საზღვარგარეთ განხორციელებული ორი ვიზიტის დროს ფრენით გადაღლილობა დაასახელა.

„მე არ მქონია საუკეთესო ღამე. დებატებამდე გადავწყვიტე მსოფლიოს გარშემო რამდენჯერმე მოგზაურობა, დაახლოებით 100 დროის ზონის გავლა. არ მოვუსმინე ჩემს თანამშრომლებს, დავბრუნდი და კინაღამ სცენაზე ჩამეძინა. ამას გამართლება არ აქვს, თუმცა ეს არის ახსნა“, – განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, გასულ თვეს ბაიდენი 2 კვირის განმავლობაში საფრანგეთსა და იტალიაში იმყოფებოდა.