Loading data...
ბაიდენი: აშშ მუშაობს, რათა ჩრდილოეთ ისრაელსა და სამხრეთ ლიბანში მცხოვრებმა ადამიანებმა თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება შეძლონ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მუშაობს იმისთვის, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე მშვიდობიან მოსახლეობას სახლებში დაბრუნების საშუალება მიეცეს.

ბაიდენმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას იქონიებს ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული ბოლოდროინდელი დარტყმები ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესზე.

მან აღნიშნა, რომ სურს, დარწმუნდეს, რომ ჩრდილოეთ ისრაელში, ისევე როგორც სამხრეთ ლიბანში მცხოვრებ ხალხს თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეთ.

„სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მდივანი, მთელი ჩვენი გუნდი მუშაობს დაზვერვასთან ერთად, რათა ეს მოხდეს. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მუშაობა, ვიდრე ამას არ გავაკეთებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.