Loading data...
ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა - Reuters

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ამის შესახებ Reuters-ი ერაყის უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. 

წყაროების ცნობით, საელჩოს რაკეტა მოხვდა, რის შედეგადაც შენობიდან კვამლი ამოვიდა, თუმცა ზარალის შესახებ დეტალები უცნობია.

Associated Press-ი იუწყება, რომ რაკეტა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, ვერტმფრენის დასაჯდომ ადგილზე ჩამოვარდა.

AFP კი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საელჩოს დრონმა დაარტყა.