Loading data...
ბაგერ ღალიბაფი: აშშ-ის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით საზღვაო ნავიგაციას საფრთხე ექმნება

ირანმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში.

ირანის პარლამენტის სპიკერი და თეირანის მთავარი მომალაპარაკებელი მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი აცხადებს, რომ აშშ-ს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა საზღვაო ნავიგაციას საფრთხეს უქმნის.

„შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევითა და ბლოკადის დაწესებით საფრთხე შეუქმნეს საზღვაო და ენერგოტრანზიტის უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, მათი ბოროტება შემცირდება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სტატუს-კვოს შენარჩუნება ამერიკისთვის აუტანელია, მაშინ როდესაც მისი შენარჩუნება ჯერ არც კი დაგვიწყია“, - აღნიშნა მოჰამედ ბაგერ ღალიბაფიმ.