1788337367
უცხოეთი
აზერბაიჯანში საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა - ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია
აზერბაიჯანში, ქალაქ გერანბოის რაიონში, 2 სექტემბრის ღამეს საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ინფორმაციას AZERTAC ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციებისა და თავდაცვის სამინისტროების შესაბამისმა ძალებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და გერანბოის რაიონის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, დაუყოვნებლივ დაიწყეს აუცილებელი და გადაუდებელი ზომების მიღება და სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარა.
როგორც მედია წერს, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.