Loading data...
აზერბაიჯანმა და სომხეთმა საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა საზღვრის გარკვეული მონაკვეთების დელიმიტაციასთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. Deutche Welle-ს ცნობით, სომხეთი აზერბაიჯანს 4 სოფელს გადასცემს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საზღვარი საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში არსებულ საზღვართან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ. აზერბაიჯანულმა მხარემ ეს ფაქტო დაადასტურა.

ბაქომ და ერევანმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ უახლოეს მომავალში საზღვრის შეთანხმებული მონაკვეთებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანონ და საზღვრის სხვა მონაკვეთებზე დელიმიტაციის პროცესი გააგრძელონ.