Loading data...
აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მუშაობა დაასრულეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე მუშაობა დაასრულეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიხუნ ბაირამოვმა განუცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ბაირამოვმა განაცხადა, რომ სომხეთი აზერბაიჯანის ორ წინადადებას დათანხმდა და შეთახმების ორი პუნქტიც გააზიარა, რაზეც მანამდე კომპრომისი ვერ ხერხდებოდა.

„სომხეთმა უნდა შეიტანოს კონსტიტუციაში შესწორება და აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები ამოიღოს“, - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება შეთანხმების 15 პუნქტს, მათზე მხარეებმა ჯერ კიდევ 2024 წელს მოილაპარაკეს.

ორი შეუთანხმებელი პუნქტიდან ერთში სომხეთის მიერ საერთაშორისო ინსტანციებიდან აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელების გამოტანაზე, ხოლო მეორეში საზღვარზე მესამე ქვეყნის ძალების განთავსებაზე უარზე არის საუბარი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ითხოვდა, რომ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ მხარეებმა იგივე საკითხები ესკალაციისთვის არ უნდა გამოიყენონ.