აზერბაიჯანის საგარეო უწყება თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე: სამძიმარს ვუცხადებთ მოძმე თურქ ხალხსა და შეიარაღებულ ძალებს
საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმად შეძრწუნებული ვართ აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიმავალი, მოძმე თურქეთის კუთვნილი C130-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნის ამბით. ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ მოძმე თურქ ხალხსა და შეიარაღებულ ძალებს ამ მძიმე დანაკარგის გამო და გამძლეობას ვუსურვებთ დაღუპულთა ოჯახებს. აზერბაიჯანი ყოველთვის მოძმე თურქეთის გვერდითაა“, – აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.
Azərbaycandan Türkiyəyə istiqamətlənən qardaş Türkiyəyə məxsus C130 tipli hərbi nəqliyyat təyyarəsinin Gürcüstan ərazisində qəzaya uğraması xəbəri bizi dərindən sarsıtdı.
— MFA Azerbaijan 🇦🇿 (@AzerbaijanMFA) November 11, 2025
Bu ağır itki ilə əlaqədar qardaş Türkiyə xalqına və Silahlı Qüvvələrinə dərin hüznlə başsağlığı verir,…
ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.