Loading data...
Axios: ზელენსკიმ გუნდს პუტინთან შეხვედრის ორგანიზება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გუნდს დაავალა ჟენევაში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ორგანიზება, - ამის შესახებ Axios იტყობინება.

უკრაინის ლიდერის თქმით, ტერიტორიების საკითხში გარღვევის მიღწევის საუკეთესო გზა პუტინთან პირისპირ შეხვედრაა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, კომენტარი გააკეთა უკრაინაში არჩევნების ჩატარების საკითხზე.

ზელენსკიმ აღიარა, რომ მან წარადგინა თავისი კანდიდატურა.

„ეს ხალხზე იქნება დამოკიდებული. ვნახოთ, რა სურთ“, - განმარტა სახელმწიფოს მეთაურმა.

მისი თქმით, რუსეთი ახლა მხოლოდ ერთდღიან ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმდება, რათა უკრაინამ ორგანიზება გაუწიოს და ჩაატაროს რეფერენდუმი. უკრაინის პრეზიდენტი მოსკოვის პოზიციას აბსურდულად მიიჩნევს.

მისი აზრით, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ რუსეთი რეალური მშვიდობისთვის მზად არ არის.