1770038167
უცხოეთი
Axios: უიტკოფი უკრაინასა და რუსეთს შორის მომავალ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს დაესწრება, რომელიც 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება. ამის შესახებ უკრაინული მედია გამოცემა Axios-ის ჟურნალისტის ბარაკ რავიდის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
ჟურნალისტის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი ისრაელში 3 თებერვალს ჩავა, საიდანაც ის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება.
ოთხშაბათს და ხუთშაბათს აბუ-დაბიში უიტკოფი რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს გამართავს.