1758920386
უცხოეთი
AXIOS: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის ნატოს ქვეყნების სახელით Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების გადაცემის დამტკიცებაზე

ამერიკული საინფორმაციო პორტალი AXIOS ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა ნატოს წევრი ქვეყნების სახელით Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის დამტკიცებაზე.
ეს სისტემა შედიოდა იმ შეიარაღების სიაში, რომელიც კიევმა მოითხოვა.
გამოცემის ინფორმაციით, ეს იყო ერთადერთი მოთხოვნა უკრაინის განაცხადში, რომლის დაკმაყოფილებაც ტრამპმა უარყო, მაშინ როდესაც სხვა პოზიციებზე მან მხარდაჭერა გამოხატა.