Loading data...
Axios: პუტინის სპეცწარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ, მაიამიში უკრაინის დელეგაციაც ჩავა - კუშნერი და უიტკოფი პუტინს განახლებულ ინფორმაციას მიაწვდიან

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ამ შაბათ-კვირას მაიამის ეწვევა, რათა თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად უკრაინაში ომის დასრულების გეგმა განიხილონ, - ამის შესახებ Axios-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. 

როგორც Axios-ი აღნიშნავს, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინს ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და შეეცდებიან მოსკოვის დარწმუნებას, რომ დათანხმდეს ომის დასრულების განახლებულ წინადადებას.

მედიასაშუალება წერს, რომ ასევე მოსალოდნელია მაიამიში უკრაინის დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. 

წყაროების განცხადებით, ამჟამად სამმხრივი შეხვედრის გეგმები არ არსებობს. დმიტრიევის ვიზიტს წინ უძღოდა გასულ შაბათ-კვირას ბერლინში აშშ-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, რომლის დროსაც ტრამპის ადმინისტრაციის სამშვიდობო გეგმა განიხილეს.