Loading data...
Axios-მა შეერთებულ შტატებთან ომის დასრულების შესახებ ირანის განახლებული წინადადების შინაარსი შეიტყო

შეერთებულ შტატებთან ომის დასრულების შესახებ ირანის განახლებული წინადადება ითვალისწინებს 30-დღიან ვადას ჰორმუზის სრუტის გახსნასა და აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის დასრულებაზე მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ Axios-ის ჟურნალისტმა ბარაკ რავიდმა პლატფორმა X-ზე განაცხადა.

ირანის გეგმის შესახებ ინფორმირებული ორი წყაროს ცნობით, თეირანი ვაშინგტონს ჰორმუზის სრუტის გახსნის, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დასრულების და ირანსა და ლიბანში ომის საბოლოოდ დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის ერთთვიან ვადას სთავაზობს.

წინადადების თანახმად, მხოლოდ ასეთი შეთანხმებების მიღწევის შემდეგ უნდა დაიწყოს ერთთვიანი მოლაპარაკებები, რომლის დროსაც მხარეები უნდა შეეცადონ, ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწიონ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ომის დასრულების საკითხზე ირანის წინადადებების ზუსტ ფორმულირებას ელოდება, თუმცა არ ფიქრობს, რომ ისინი მისაღები იქნება.