Loading data...
Axios-ის ინფორმაციით, მარკო რუბიომ ნიუ-იორკში მყოფ ირანის დელეგაციას, რომელსაც აბას არაღჩი ხელმძღვანელობდა, ქვეყნის დატოვება უბრძანა

Axios-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ირანის დელეგაციას, რომელსაც მისი კოლეგა აბას არაღჩი ხელმძღვანელობდა, ქვეყნის დატოვება უბრძანა, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები კვლავ ჩიხში შევიდა.

„მდივანმა რუბიომ გააძევა ირანის დელეგაცია, რომელმაც ვიზიტის დადგენილ ვადას გადააცილა. [ნიუ-იორკში] გაეროს გენერალური ასამბლეა დასრულებული იყო, ამიტომ მათი წასვლის დრო დადგა“, — განუცხადა Axios-ს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. 

სტატიაში ნათქვამია, რომ არაღჩი და ირანის სხვა ოფიციალური პირები ქვეყნის დატოვების შესახებ ბრძანების მიღებიდან რამდენიმე საათში ნიუ-იორკიდან კატარის დედაქალაქ დოჰაში გაემგზავრნენ. თავად ისინი კი აცხადებდნენ, რომ ისედაც აპირებდნენ მალე გამგზავრებას.