Loading data...
Axios: ირანმა გაერო გააფრთხილა, რომ თუ აშშ თავს დაესხმება ქვეყანას, ამერიკული ბაზები მათი ლეგიტიმური სამიზნე გახდება

ირანმა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ აშშ ირანს თავს დაესხმება, ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ობიექტები მათ ლეგიტიმურ სამიზნეებად იქცევა.

„თავდასხმის შემთხვევაში, რეგიონში მტრის ძალების ყველა ბაზა, ობიექტი და აქტივი ირანის თავდაცვითი პასუხის კონტექსტში ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევა. შეერთებული შტატები სრულად და პირდაპირ პასუხისმგებელი იქნება ნებისმიერ არაპროგნოზირებად და უკონტროლო შედეგებზე“, - ნათქვამია წერილში, რომელიც გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ გენერალურ მდივანს გაუგზავნა.