Loading data...
Axios: აშშ-მა ისრაელს აცნობა, რომ ისრაელში დამატებით საწვავის შემავსებელ ათობით თვითმფრინავს აგზავნის

შეერთებულმა შტატებმა ისრაელს აცნობა, რომ ქვეყანაში დამატებით საწვავის შემავსებელ ათობით თვითმფრინავს აგზავნის. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი, ფართომასშტაბიანი დაბომბვის კამპანიის დაწყებას განიხილავს.

აშშ-ის და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა Axios-ს განუცხადეს, რომ ტრამპმა, შესაძლოა, მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გააძლიეროს იერიშები ირანზე.

ამ დროისთვის აშშ-მ უკვე ექვსი ღამის განმავლობაში ზედიზედ განახორციელა ავიადარტყმები ირანის სხვადასხვა სამიზნეზე. გამოცემის ინფორმაციით, ეს ესკალაცია გასულ თვეში მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმის ჩავარდნას მოჰყვა.

ამჟამად ბენ გურიონის აეროპორტში აშშ-ის საჰაერო საწვავის შესავსები 33 თვითმფრინავია გაჩერებული.

Axios-ის ინფორმაციით, ტრამპს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ, როგორც ჩანს, ის მზადაა ომის ესკალაციისთვის, რათა საკმარისი ზიანი მიაყენოს ირანის ხელისუფლებას.