Axios: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი უკვე 2 კვირაა ირანთან მოლაპარაკებას აწარმოებს
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო ორი კვირის მანძილზე ირანთან არაპირდაპირ მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა ცეცხლის შეწყვეტაზე ახალი შეთანხმება მოხდეს და ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება განახლდეს. ამის შესახებ გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკება პრაქტიკულად ყოველდღე მიმდინარეობს და შუამავლების როლში კატარის პრემიერ-მინისტრი შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანი და პაკისტანის გენერალური შტაბის უფროსი, ფელდმარშალი ასიმ მუნირი გამოდიან.
ამავე წყაროს ცნობით, მოლაპარაკებაში ტრამპის სპეცწარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერიც მონაწილეობენ.
დაახლოებით ორი კვირის წინ ჯეი დი ვენსმა ირანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს მდივანს მოჰსენ რეზაის წერილი გაუგზავნა, რომელიც პირდაპირი მოლაპარაკების განახლების წინადადებას შეიცავდა. ირანის ოფიციალურმა წყაროებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ ამ წერილმა „მოლაპარაკების პროცესს დადებითი იმპულსი შესძინა“.
3 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანის ომი არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ დამარცხების მთავარი მიზეზია.