Loading data...
Axios: აშშ-ის ერთ-ერთი სცენარი ირანის უზენაესი ლიდერისა და მისი შვილის ლიკვიდაციას გულისხმობს

„შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების რამდენიმე ვარიანტი აქვს, თუ დიპლომატიური გზით თეირანისგან ბირთვული პროგრამის საკითხზე დათმობების მიღების იმედს დაკარგავს“, - ამის შესახებ Axios-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. 

გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონმა ტრამპს შესთავაზა რამდენიმე ვარიანტი იმ შემთხვევაში, თუკი ირანი არ დათანხმდება რაიმე დათმობას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და აშშ გადაწყვეტს ძალის გამოყენებას.

მედიასაშუალება წერს, რომ ერთ-ერთი მათგანი გულისხმობს უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის და მისი ვაჟის ლიკვიდაციას. 

ირანის უზენაესის ვაჟი სავარაუდოდ, მის მემკვიდრედ მიიჩნევა. 

მედიასაშუალების მეორე წყარო ამბობს, რომ ასეთი სცენარი „მაგიდაზე განხილვის საგნად იდო“.

„ამავდროულად, ტრამპი მზადაა განიხილოს კომპრომისი, რომლის მიხედვითაც ირანს შეუძლია გააგრძელოს ურანის გამდიდრება ისეთი ფორმატით, რომელიც ხელს შეუშლის მას ბირთვული იარაღის მოპოვებაში“, - აცხადებს კონფიდენციალურად ამერიკელი მაღალჩინოსანი. 

ირანმა გაეროს მიმართა და აღნიშნა, რომ თუ აშშ ძალას გამოიყენებს, ამერიკულ ბაზებს თავს დაესხმება.

როგორც უცხოური მედია წერს, დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებს არ მისცა უფლება ირანზე თავდასხმებისთვის თავისი ბაზები გამოეყენებინა.