Axios: აშშ და რუსეთი უკრაინის საკითხზე საიდუმლო გეგმაზე მუშაობენ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საიდუმლოდ აწარმოებს მოლაპარაკებას რუსეთის ხელისუფლებასთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე. ამის შესახებ გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, გეგმა 28 პუნქტისგან შედგება. ეს არის უკრაინაში მშვიდობა, უსაფრთხოების გარანტიები გარანტიები ევროპისთვის და ვაშინგტონის ურთიერთობები მოსკოვსა და კიევთან.
პორტალი იუწყება, რომ ტრამპის სპეცწარმომადგენელმა, სტივენ უიტკოფმა ეს საკითხი რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან განიხილა.
დმიტრიევი 24-26 ოქტომბერს მაიამიში იმყოფებოდა, სადაც უიტკოფთან და ტრამპის გუნდის სხვა წევრებთან მოლაპარაკება გამართა. მას დმიტრიევმა „პროდუქტიული სამდღიანი შეხვედრები“ უწოდა.
სამშვიდობო გეგმის დეტალებსა და უკრაინის ტერიტორიულ საკითხებზე მიღწეულ შეთანხმებებზე Axios არ წერს.