Loading data...
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინმა საბოლოოდ უნდა შეაჩეროს ეს მკვლელობა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს!

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბეათე მაინლ-რაიზინგერმა უკრაინაში დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა მოსკოვს მას შემდეგ, რაც რუსეთის საჰაერო დარტყმებმა ტერნოპოლზე 25 ადამიანი იმსხვერპლა.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ღამე კვლავ შეუტია უკრაინას, კერძოდ, ქვეყნის დასავლეთით მდებარე საცხოვრებელ უბნებს, ხოლო პოლონეთსა და რუმინეთში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

„ვინც დღისით მშვიდობიანი მოლაპარაკებების სურვილს აცხადებს, ღამით საცხოვრებელი შენობების დაბომბვა არ შეუძლია. პუტინმა საბოლოოდ უნდა შეაჩეროს ეს მკვლელობა. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო ახლავე! უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს!“ - წერს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი.