Loading data...
ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი თანამდებობას ტოვებს

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა გადადგომის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა. ამის შესახებ ნეჰამერი სოციალურ ქსელში წერს. 

„უახლოეს დღეებში მე გადავდგები, როგორც კანცლერი და „სახალხო პარტიის“ ლიდერი და უზრუნველვყოფ მოწესრიგებულ გარდამავალ პერიოდს“, – წერს ნეჰამერი სოციალურ ქსელში. 

მანამდე მოლაპარაკებებიდან ლიბერალური პარტია Neos-ი გავიდა, თუმცა „სახალხო პარტიამ“ და „სოციალ-დემოკრატებმა“ მოლაპარაკებები უშედეგოდ გააგრძელეს.

„ჩვენ ყველაფერი ვცადეთ ამ დროისთვის. საკვანძო საკითხებზე შეთანხმება შეუძლებელია“, – აღნიშნა კარლ ნეჰამერმა გაზეთ Die Presse-ს საუბრისას.