1773929314
უცხოეთი
ავსტრიის კანცლერი: ევროპა არ დაუშვებს, შანტაჟის გზით ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციაში ჩართვა აიძულონ
ავსტრიის კანცლერმა კრისტიან შტოკერმა განაცხადა, რომ ევროპა არ დაუშვებს, რომ შანტაჟის გზით ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციაში ჩართვა აიძულონ.
„ევროპა და ავსტრიაც, არ დაუშვებს, რომ შანტაჟის მსხვერპლი გახდეს. ჰორმუზის სრუტეში ინტერვენცია ავსტრიისთვის არც განიხილება“, - აცხადებს ავსტრიის კანცლერი.
მისი თქმით, ჰორმუზის სრუტის ბლოკირების შემდეგ ენერგომომარაგებისა და ფასების სტაბილიზაცია აუცილებელია.