1736869779
უცხოეთი
ავსტრალიის პრემიერი ილონ მასკს - ნუ ჩაერევით ჩვენს არჩევნებში, ავსტრალიის არჩევნები ავსტრალიელების საქმეა
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზიმ კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელს, აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალ თანახელმძღვანელ, ილონ მასკს მიმართა და მოუწოდა, რომ ავსტრალიის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს. აღნიშნულის შესახებ „პოლიტიკო“ იტყობინება.
„ჩვენ გვაქვს უცხოური ჩარევის შესახებ კანონები ამ ქვეყანაში და ავსტრალიის არჩევნები ავსტრალიელების საქმეა“, - განაცხადა ავსტრალიის პრემიერმა.
ინფორმაციისთვის, ავსტრალიაში ფედერალური არჩევნები მაისში გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯე დადგენილი არ არის.
როგორც უცხოური მედია წერს, ილონ მასკი არაერთხელ დაუპირისპირდა ავსტრალიის მთავრობას და მათ „ფაშისტები“ უწოდა გასული წლის სექტემბერში კანონმდებლობისთვის, რომელიც მიზნად ისახავს დეზინფორმაციის რეგულირებას სოციალურ მედიაში.