Loading data...
ავსტრალიაში პოლიციამ მოკლა შეიარაღებული მოზარდი, რომელმაც მამაკაცი დაჭრა

დასავლეთ ავსტრალიაში პოლიციამ შაბათს ღამით 16 წლის ბიჭი მოკლა მას შემდეგ, რაც მოზარდმა ქალაქ პერთში მამაკაცი დაჭრა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

შტატის პრემიერ-მინისტრ როჯერ კუკის განცხადებით, სამზარეულოს დანით შეიარაღებული მოზარდი ჯერ თავს დაესხა მამაკაცს და შემდეგ პოლიციელებთან მივარდა.

„არსებობს მინიშნებები, რომ ეს იყო ინტერნეტით დაგეგმილი რადიკალური ქმედება“, - თქვა კუკმა. პოლიციამ ასევე აღიარა, რომ თავდასხმას ტერორიზმის „განსაკუთრებული ნიშნები“ ჰქონდა.

„მაგრამ მინდა, დავარწმუნო საზოგადოება ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ის მარტო მოქმედებდა”, - აღნიშნა შტატის პრემიერმა.

პოლიციამ თავდასხმას გასროლით უპასუხა და ბიჭს ორჯერ ესროლა, ვიდრე ერთი გასროლა სასიკვდილო არ აღმოჩნდა.

„პოლიციამ ადგილობრივი მუსლიმური საზოგადოებისგან გამაფრთხილებელი ზარები მიიღო. ისინი მათ აფრთხილებდნენ, რომ თავდამსხმელი „ძალადობრივი აქტების“ ჩადენას ანონიმურად, ადგილმდებარეობის დაზუსტების გარეშე აპირებდა. პირველი გამაფრთხილებელი ზარის მიღებიდან რამდენიმე წუთში კიდევ ერთმა სასწრაფო ზარმა გააფრთხილა ხელისუფლება, რომ მამაკაცი უილეტონში, ავტოსადგომზე დანით დარბოდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს შტატის პოლიციის კომისარმა.

კამერებიდან ჩანს, რომ მოზარდმა უარი თქვა ოფიცრების მოთხოვნებზე, დანა დაეშვა.

მოზარდის მიერ დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.