1772000741
უცხოეთი
ავსტრალიამ რუსეთს 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციები დაუწესა
ავსტრალიამ 2022 წლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური სანქციები დააწესა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ახალი სანქციები მიმართულია ფინანსური, საბანკო და თავდაცვითი სექტორების, საავიაციო, ნავთობის და გაზის, ასევე სატრანსპორტო მრეწველობის და სამეცნიერო-ტექნიკური დარგის წინააღმდეგ. სანქციებმა უნდა შეამციროს რუსეთის შემოსავალი და უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოების შესაძლებლობა შეაფერხოს, „შავ სიაში“ 180 ფიზიკური და იურიდიული პირი, ასევე „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემები აღმოჩნდა.
პირველად ავსტრალიამ სანქციები კრიპტოსავალუტო კომპანიებსაც დაუწესა, რომლებიც სანქციების გვერდის ავლას ხელს უწყობენ.