Loading data...
ავსტრალიამ 5 ირანელ ფეხბურთელ ქალს თავშესაფარი მისცა

ავსტრალიამ ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების 5 წევრს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. 5-მა ფეხბურთელმა ირანის ეროვნული ჰიმნის შესრულებაზე უარი თქვეს და მათ სამშობლოში სასჯელი ემუქრებოდათ“. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც ავსტრალიის შს მინისტრმა ტონი ბერკმა განაცხადა, სპორტსმენებს ჰუმანიტარულ ვიზებს მისცემენ და მათ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ.

9 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ მოუწოდა ავსტრალიას, რომ ირანელ ფეხბურთელებს თავშესაფარი მისცეს. ირანელი სპორტსმენები ავსტრალიაში აზიის თასში მონაწილეობისთვის ჩავიდნენ. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანელი ფეხბურთელი ქალების ირანში დაბრუნების შემთხვევაში მათ სიკვდილი ელოდებათ. ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ავსტრალია ამ ადამიანებს თავშესაფარს არ მისცემს, ამას აშშ გააკეთებს.

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა Truth Social-ში დაწერა, რომ ავსტრალიის ხელისუფლებამ მისი თხოვნა გაითვალისწინა და 5 ირანელ სპორტსმენს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

ცნობისთვის, 5 მარტს სამხრეთ კორეის წინააღმდეგ მატჩამდე ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა ირანის ჰიმნი არ იმღერეს და ჩუმად იდგნენ. ირანის ტელევიზიაში ამას „უღირსობის უმაღლესი მწვერვალი“ უწოდეს.