Loading data...
ავიაკატასტროფა პრაღაში - არიან დაღუპულები

პრაღაში, ტოჩნას აეროპორტის მახლობლად მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი მინდორში ჩამოვარდა.

როგორც მედია წერს, ავიაკატასტროფის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. მაშველები, პოლიცია და მედიკოსები ადგილზე სწრაფად მივიდნენ, თუმცა მგზავრების გადარჩენა ვერ შეძლეს.

„ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიცია, მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების მანქანები“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია და გამოძიება დაწყებულია.