1775020027
უცხოეთი
ავიაკატასტროფა ყირიმში - დაიღუპა 29 ადამიანი
ყირიმში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი An-26 ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 29 ადამიანი დაიღუპა.
რუსული მედიის ცნობით, ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
„სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა An-26-ის ჩამოვარდნის ადგილი დაადგინა. შემთხვევის ადგილიდან მიღებული ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 6 წევრი და 23 მგზავრი დაიღუპა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „შეჯახება არ მომხდარა“, რაც იმას ნიშნავს, რომ კატასტროფაში რაკეტები ან დრონები არ მონაწილეობდნენ.
კატასტროფის ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია მუშაობს.