1795873238
უცხოეთი
ავღანეთში სკოლის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე 10 მოსწავლე დაიღუპა ავღანეთში სკოლის მახლობლად მომხდარი აფეთქების შედეგად.
როგორც Report იუწყება, ამის შესახებ ავღანეთის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. კიდევ 110 მოსწავლე დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება დღეს დილით, კუნარის პროვინციის ცენტრში, ანდირსირის რაიონში მოხდა. აფეთქება სკოლის მახლობლად მდებარე მადნის მომპოვებელი კომპანიების კუთვნილ ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობში მოხდა.