Loading data...
ავღანეთში შეიარაღებულმა პირმა მეჩეთში მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა - დაიღუპა 6 ადამიანი

დასავლეთ ავღანეთში, ჰერათის პროვინციაში შეიარაღებული პირი მეჩეთში შეიჭრა და მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა.

მესიის ცნობით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე არავის აუღია. გავრცელებული ცნობით, მეჩეთი თავდასხმის სამიზნე გახდა შიიტი მუსლიმების გამო.