Loading data...
ავღანეთში ინტერნეტი გაითიშა

ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე ინტერნეტი გაითიშა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც ინტერნეტის მონიტორინგის სამსახური NetBlocks იუწყება, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ინტერნეტი იმის გამო გაითიშა, რომ „თალიბანი“ „ზნეობის წესების დაცვის მიმართულებით ღონისძიებებს ატარებს“. ავღანეთში სატელეფონო კავშირიც გართულებულია.

ეს პირველი შემთხვევაა 2021 წლის აგვისტოში „თალიბანის“ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, როდესაც მთელ ავღანეთში ინტერნეტი ითიშება.

სექტემბრის შუა რიცხვებში „ზნეობის წესების დაცვის“ ფარგლებში ინტერნეტი ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში გაითიშა. მაშინ თალიბანმა“ ეს ღონისძიებები „უზნეობასთან ბრძოლით“ ახსნა.