ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, პაკისტანის ავიაიერიშის შედეგად ქაბულის საავადმყოფოში ასობით ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე 400 ადამიანი დაიღუპა და 250 დაიჭრა ქაბულის საავადმყოფოზე პაკისტანის ავიაიერიშის შედეგად. ამის შესახებ BBC „თალიბანის“ მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება.
საავადმყოფოზე ავიაიერიშს პაკისტანი უარყოფს და აცხადებს, რომ მისი მიზნები სამხედრო ობიექტები და ინფრასტრუქტურაა.
თალიბების მთავრობის ცნობით, იერიში ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო ცენტრზე განხორციელდა.
საავადმყოფოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავიადარტყმის დროს საავადმყოფოში 2000 ადამიანი მკურნალობდა და დაშავებულთა რიცხვი ასობით ადამიანს აღწევს.
ავღანეთის ხელისუფლების ამ განცხადებას პაკისტანი ფაქტების გაყალბებას უწოდებს და ამბობს, რომ ქაბულის მზიანია სიტუაციის მუდმივი ესკალაცია.
ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი თებერვალში განახლდა, როდესაც პაკისტანმა ავღანეთი „ტეხრიკ-თალიბანს პაკისტანის“ „ბოევიკების“ მფარველობაში დაადანაშაულა.