1756891869
უცხოეთი
ავარიული დაფრენის დროს რუსეთში „ილ-76“ ასაფრენი ბილიკიდან გადავარდა

რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „ილ-76“ კრასნოიარსკში ავარიული დაფრენის დროს ასაფრენი ბილიკიდან გადავარდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
თვითმფრინავი ულან-უდეში მიფრინავდა, მაგრამ ძრავში გაჩენილი პრობლემების გამო იძულებული იყო კრასნოიარსკის აეროდრომზე დამჯდარიყო.
იმის გამო, რომ ჩერემშანკას აეროდრომის ასაფრენი ზოლი ამ ტიპის თვითმფრინავისთვის მოკლე აღმოჩნდა, ის ასაფრენ ბილიკს დაახლოებით 50 მეტრით გასცდა.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.