Loading data...
ავადმყოფობის შემდეგ, რომის პაპი ფრანცისკე საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, რომის პაპი ფრანცისკე საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა. ამის შესახებ AP-ი იტყობინება. 

პონტიფიკოსმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს მიმართა და მესა აღავლინა. 

„კვირა დღე მშვიდობისა ყველას. დიდი მადლობა“, - მიმართა პაპმა შეკრებილ მრევლს. 

88 წლის რომის პაპი მძიმე პნევმონიით რომის ჯემელის სამედიცინო დაწესებულებაში 14 თებერვალს გადაიყვანეს.