ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ირანი დატოვა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა ირანი დატოვეს და უკვე, ვენაში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტომ სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.
„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორთა ჯგუფი დღეს უსაფრთხოდ გაემგზავრა ირანიდან და ვენაში, სააგენტოს შტაბ-ბინაში დაბრუნდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ინსპექტორები თეირანში იმყოფებოდნენ მას შემდეგ, რაც ისრაელ-ირანის კონფლიქტის შედეგად, ირანის რამდენიმე ბირთვული პროგრამის შემქმნელი ობიექტი დაიბომბა.
გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ ირანში მონიტორინგი საჭიროებისამებრ აწარმოოს.
An IAEA team of inspectors today safely departed from Iran to return to the Agency headquarters in Vienna, after staying in Tehran throughout the recent military conflict. pic.twitter.com/65YQcDL7Ik
— IAEA - International Atomic Energy Agency ⚛️ (@iaeaorg) July 4, 2025