ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ირანში ისპაანის ატომურ ელექტროსადგურზე 4 კრიტიკულად მნიშვნელოვანი შენობა დაზიანდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე საჰაერო იერიშის შედეგად ირანში, ისპაანის ატომურ ელექტროსადგურზე ოთხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი შენობა დაზიანდა, მათ შორის ურანის გადამამუშავებელი ქარხანა.
„ნათანზის მსგავსად, სადგურის გარეთ რადიაციის ზრდა მოსალოდნელი არ არის“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
Based on info available to @IAEAorg, 4 critical buildings at Esfahan nuclear site were damaged in yesterday’s attack, including the Uranium Conversion Facility and the Fuel Plate Fabrication Plant.
— IAEA - International Atomic Energy Agency ⚛️ (@iaeaorg) June 14, 2025
As in Natanz, no increase in off-site radiation expected. https://t.co/ZzhQEDSzU6
ცნობისთვის, 13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანი დაბომბა და ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება.
თავდასხმიდან მეორე დღეს ირანმა საპასუხო იერიში მიიტანა ისრაელზე.