1780840925
უცხოეთი
ათენის მახლობლად, საბერძნეთის კუნძულ ევიაზე, რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთის კუნძულ ევიაზე, რომელიც ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, ზედიზედ 4.3-დან 5.2 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისძვრები მოხდა, - ამის შესახებ eKathimerini-ი ავრცელებს.
ბიძგები ათენსა და მიმდებარე ტერიტორიებზე იგრძნობოდა.
მედიის ცნობით, მიწისძვრების შედეგად დაშავებულები არ არიან და მსხვერპლი არ მოჰყოლია.