1738686253
უცხოეთი
ათასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი კვლავ იბრძვის კურსკის რეგიონში - კირილ ბუდანოვი

„დაახლოებით რვა ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი კვლავ იბრძვის რუსეთის კურსკის რეგიონში“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა, იუწყება The War Zone.
მისი თქმით, ბოლო დღეებში დიდი დანაკარგების გამო ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების აქტიურობა შემცირდა. თუმცა მან აღნიშნა, რომ მედიის ცნობები იმის შესახებ, რომ ეს ჯარები რამდენიმე კვირის განმავლობაში არ ჩანდნენ ფრონტის ხაზზე, არასწორი ინფორმაციაა.
„ჩვენ უნდა დაველოდოთ ცოტა ხანს, რათა დავინახოთ, არის თუ არა რეალური ცვლილება, თუ ეს არის მხოლოდ აქტივობის შემცირება რამდენიმე დღის განმავლობაში“, - განაცხადა ბუდანოვმა.