Loading data...
Associated Press: ორი რადიოსადგურის წამყვანები აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბის წევრებმა პრეზიდენტთან ინტერვიუსთვის კითხვები წინასწარ გადასცეს

ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბის წევრებმა შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის რადიო ინტერვიუსთვის ჟურნალისტებს კითხვები წინასწარ გადასცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი“ ავრცელებს და იუწყება, რომ წამყვანებმა თავად დაადასტურეს, რომ ბაიდენის საარჩევნო შტაბის წევრებისგან პრეზიდენტისთვის დასასმელი კითხვების ნუსხა წინასწარ მიიღეს.

რადიოწამყვან ერლ ინგრამის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწეები მას პირადად დაუკავშირდნენ და გადასცეს ოთხი კითხვა, რომელთა დასმაზეც წინასწარი მოლაპარაკებები არ გამართულა.

კიდევ ერთმა რადიოწამყვანმა, ანდრეა ლოუფულ-სანდერსმა თქვა, რომ ბაიდენისთვის დასასმელი რვა კითხვა წინასწარ მიიღო, თუმცა მხოლოდ ოთხი კითხვა დაადასტურა.

საპასუხოდ, ბაიდენის საარჩევნო შტაბის წევრებმა აღნიშნეს, რომ კითხვების წინასწარი შეთანხმება მიღებული პრაქტიკაა და მათ პრეზიდენტისთვის კონკრეტული კითხვების დასმა წინაპირობად არ წაუყენებიათ.