Loading data...
აშშ უკრაინისთვის იარაღის საწარმოებლად 6 მილიარდ დოლარს გამოყოფს - ლოიდ ოსტინი

შეერთებული შტატები უკრაინის დასახმარებლად იარაღის წარმოებისთვის 6 მილიარდ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

6 მილიარდი ოდენობის დახმარება მოიცავს „პატრიოტის“, NASAMS-ისა და HIMARS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, 155-მმ და 152-მმ-იან საარტილერიო ჭურვებს და მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალებს.

გარდა ამისა, შეერთებული შტატები აპირებს, შეუკვეთოს უპილოტო საჰაერო სისტემები, ტაქტიკური მანქანები იარაღისა და აღჭურვილობის, მსუბუქი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკის გადასატანად.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით „რამშტაინის ფორმატის“ მონაწილეებმა პირობა დადეს, რომ უკრაინის უსაფრთხოებისთვის 95 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფენ.