Loading data...
აშშ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების გაგზავნას გეგმავს - მეთიუ მილერი

შეერთებული შტატები უახლოეს კვირებში უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების გაგზავნის გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა, იუწყება European Pravda

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ვაშინგტონს შეუძლია, კიევის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა გააგრძელოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ „უკრაინამ ფეხზე დგომა შეძლოს“.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მომდევნო რამდენიმე კვირაში [დახმარებასთან დაკავშირებით] მეტი განცხადებები იქნება”, - თქვა მილერმა.

მანამდე მილერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის თავდაცვის ახალი დახმარების პაკეტის მომზადებაზე მუშაობს, როგორც კიევისთვის მიწოდებული დაფინანსების ნაწილი.