1773991168
უცხოეთი
აშშ-უკრაინის მორიგი მოლაპარაკება 21 მარტს გაიმართება
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი 21 მარტს გაიმართება. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინული დელეგაცია ამერიკაში უკვე გაემგზავრა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„არსებობს სიგნალები ამერიკული მხრიდან არსებულ ფორმატებში მუშაობის გასაგრძელებლად, რათა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოლაპარაკება შინაარსობრივი იყოს. უკრაინის დელეგაცია აშშ-ში უკვე გაემგზავრა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, დელეგაციაში შედიან პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი და უმაღლეს რადაში „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელი დავით არახამია.