აშშ უკრაინაში მშვიდობის დამყარების გეგმის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების წინადადებით გამოდის - Bloomberg

აშშ-ის წინადადებები რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ, რომელიც პარიზში იყო წარმოდგენილი, ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, - ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროების ცნობით, შეთავაზებული პირობების მიხედვით, აშშ-ის წინადადება ომის დე ფაქტო გაყინვას ითვალისწინებს, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩება. უკრაინის ნატოში გაწევრიანების სწრაფვა, ასევე, არ განიხილება.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ევროპელი მოკავშირეები არ აღიარებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის საკუთრებად.
ამავე დროს, Bloomberg-ის წყაროებმა უარი თქვეს გეგმის სხვა დეტალების გამჟღავნებაზე.
ამავდროულად, გამოცემამ აღნიშნა, რომ მაშინ, როცა რუსეთი აკონტროლებს უკრაინის დიდ ტერიტორიას, სანქციების გაუქმება „შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს კიევის რამდენიმე მოკავშირისთვის“, რადგან ევროკავშირის შეზღუდვების მოხსნა მოითხოვს ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას.