1745087807
უცხოეთი
აშშ სირიაში განლაგებული სამხედროების რაოდენობის შემცირებას გეგმავს

პენტაგონმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები გეგმავს სირიაში ამერიკული ჯარების შემცირებას, - ამის შესახებ Reuters-ს პენტაგონის წარმომადგენელმა, შონ პარნელმა განუცხადა.
პარნელის თქმით, შეერთებული შტატები სირიაში თავის კონტინგენტს შეამცირებს.
მანვე დასძინა, რომ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა გააგრძელებს სირიაში ISIS-თან ბრძოლას და ითანამშრომლებს რეგიონის მოკავშირეებთან ტერორისტული საფრთხის დასაძლევად.
ამჟამად დაახლოებით 2000 სამხედრო მოსამსახურეა განლაგებული რამდენიმე ბაზაზე, ძირითადად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში.
ინფორმაციისთვის, 2024 წლის დეკემბერში სირიის დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი ქვეყნიდან გაიქცა. მას შემდეგ ბევრი სირიელი დაბრუნდა სამშობლოში.