Loading data...
აშშ-ში ვიქტორ ორბანის ვიზიტს კიევში „პროგრესი“ უწოდეს

აშშ-ის ელჩმა უნგრეთში დევიდ პრესმანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტს კიევში „პროგრესი“ უწოდა. ამის შესახებ პრესმენმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. 

დიპლომატმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მიესალმება პრემიერ-მინისტრ ორბანის ვიზიტს კიევში უკრაინის ხელმძღვანელობასთან.

შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანი კიევში ოფიციალური ვიზიტით 2 ივლისს ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.